შვიდკაცა მორაგბეთა ნაკრები, სერგი ჩხაიძე
Aa
Aa

ჩხაიძე ტურნირის სიმბოლურში - ქართველი მორაგბის დიდი აღიარება

საქართველოს შვიდკაცა მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი სერგი ჩხაიძე რაგბი ევროპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი მორაგბე საუკეთესოებს შორის ირლანდიელ უგო კენანთან და ევროპული შვიდკაცა რაგბის სხვა გამორჩეულ ვარსკვლავებთან ერთად არის დასახელებული. 2024 წელს, საქართველომ ჯერ მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიაზე ითამაშა, რომელიც სამ ეტაპად გაიმართა და მე-8 ადგილი დაიკავა, მერე კი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი ეტაპის ჯამში მე-5 პოზიციაზე გავიდა, იანვრიდან კი ჩელენჯერის სერიაზე კვლავ ჩაერთვება. Rugby Europe-ის ოფიციალურ ვებ-გვერდი ქართველ სპორტსმენს ასე ახასიათებს

რას წერენ ჩხაიძეზე

არა გუნდის, არამედ საქართველოს კაპიტანი - სერგი ჩხაიძე გასცდა ადამიანურ შესაძლებლობებს და გადადო თავი, საიმისოდ, რომ თავისი ქვეყნისთვის კიდევ ერთი მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის საგზური ეჩუქებინა. მეხუთე ადგილისთვის გამართულ პლეი ოფში გატანილი არეკნი, არაჩვეულებრივი ბოჭვები და ლიდერული თვისებები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი სპორტსმენი.

საქართველოს შვიდკაცა მორაგბეთა ნაკრები ახალი სეზონისა და ახალი ტურნირებისთვის მზადებას მომავალი კვირიდან დაიწყებს. დიდი 10-ის კლუბებში ასპარეზობის პარალელურად, მოთამაშეებს კვირაში რამდენჯერმე შვიდკაცარა რაგბის ვარჯიშები ექნებათ, დეკემბერში კი დუბაიში ტრადიციულ მოსამზადებელ შეკრებას გაივლიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორჯღალოსნები | 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი და 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი
ბორჯღალოსნები | 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი და 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი