ჩირო იმობილე, ანჯელო ფაბიანი
Aa
Aa

„ნაპოლის ვარიანტიც იყო, მერე რაღაც შეიცვალა“ - ლაციოს დირექტორი იმობილეზე

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი რამდენიმე დღეში დაიწყება, „ნაპოლის“ კი ცენტრფორვარდთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი მოუგვარებია. თითქოს, ნეაპოლელები ვიქტორ ოსიმენის წასვლას ელოდებიან, რომ მისი შემცვლელი დაიმატონ, მაგრამ ფაქტია, რომ ნიგერიელი ჯერ არსად წასულა და ჯერჯერობით ვერც რომელუ ლუკაკუსთან ხერხდება შეთანხმების მიღწევა. პარტენოპეისთან დაკავშირებულ ამბებს შეეხო „ლაციოს“ სპორტული დირექტორი ანჯელო ფაბიანი.

რას ამბობს ფაბიანი

როდესაც ჩირო იმობილეს ჩვენი გუნდიდან წასვლა გადაწყდა, ზუსტად ვიცი, რომ მისი აგენტი მოლაპარაკებებს ნეაპოლელებთან აწარმოებდა, თუმცა მერე რაღაც შეიცვალა და ტრანსფერი ჩაიშალა.

ის მახსოვს, რომ მაშინ ანტონიო კონტე პარტენოპეის მთავარ მწვრთნელად ჯერ დანიშნული არც იყო, მაგრამ არა მგონია, მას ჩიროს ტრანსფერი დაებლოკა, რადგან იტალიის ნაკრებში მუშაობის პერიოდიდან იმობილეს კარგად იცნობდა და მშვენივრად მოეხსენება, რამდენი ბურთის გატანა შეუძლია.

იმობილე ისე წავიდა, რომ პირადად მე მის მიმართ ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს - ფანების დაჯგუფებამ ამოიჩემა და ყველამ დაივიწყა ის დამსახურება, რაც მას ბიანკოჩელესტეს წინაშე მიუძღვოდა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მეორე წრეში ჩირო იმობილესა და მისი ოჯახის წევრებს კლუბის ბაზასთან თავს დაესხნენ და მთავარი მწვრთნელის მაურიციო სარის წასვლას მას აბრალებდნენ. მომხდარი ინციდენტის შემდეგ კი, 34 წლის ფორვარდმა რომიდან აბარგება გადაწყვიტა და სტამბულის „ბეშიქთაშში“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენი პსჟ-ში გადასვლას დათანხმდა, მაგრამ კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი
ოსიმენი პსჟ-ში გადასვლას დათანხმდა, მაგრამ კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი