გიორგი მამარდაშვილი, ბორნმუთი
Aa
Aa

მოლაპარაკებებში პროგრესია, „ბორნმუთი“ მამარდას იჯარის საფასურს იხდის

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დეტალებს ვალენსიური გამოცემა Tribuna Deportiva-ს ჟურნალისტი ექტორ გომესი ავრცელებს. მისი თქმით, მოლაპარაკებებში პროგრესია, მნიშვნელოვანი დეტალი კი ისაა, რომ „ბორნმუთი“ მზადაა, მამარდას იჯარის საფასური გადაიხადოს. 

რას წერს ექტორ გომესი:

„მამარდაშვილი „ლივერპულში“ გადავა, მანამდე კი იჯარით „ბორნმუთში“ ითამაშებს. „ალუბლები“ გადაიხდიან იჯარის საფასურს, რაც დაახლოებს „ლივერპულს“ იმ თანხასთან, რომელსაც „ღამურები“ ითხოვენ - 35 მილიონი ევრო + 5 მილიონი ბონუსების სახით. მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, თუმცა ჯერ საქმე ბოლომდე არ მიუყვანიათ.

ქართველ მეკარეს ახლავე წასვლა და პრემიერლიგაში გამოცდილების დაგროვება სურს, რათა მომავალში „ენფილდზე“ პირველი ნომრის სტატუსი მოირგოს“.

აღსანიშნავია, რომ გუშინ მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ესპანურმა გამოცემამ, Relevo-მ. მათი ინფორმაციით, მამარდას ტრანსფერთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პრემიერლიგის წესების თანახმად, კლუბს ახლად შეძენილი ფეხბურთელის ამავე სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვა ინგლისურ კლუბში განათხოვრება ეკრძალება, ამიტომ თუ „წითლები“ და „ღამურები“ ფინანსებზე შეთანხმდებიან, მამარდას იჯარით „ბორნმუთი“ წაიყვანს, „ლივერპულს“ კი ის ფორმალურად მხოლოდ 2025 წელს შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცმა ლიონს უჩივლა - კლუბებს შორის უთანხმოებაა
მეცმა ლიონს უჩივლა - კლუბებს შორის უთანხმოებაა