რონალდინიოს შვილი კარიერას ინგლისში გააგრძელებს
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდინიოს შვილი ჟოაო მენდეშ დე ასის მორეირა „ბარნლის“ შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ X-ზე ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ჟოაო მენდეში 19 წლისაა და მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს. ესპანეთისა და ბრაზილიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელი „კრუზეიროს“ აკადემიის აღზრდილია.
2023 წლის მარტში ჟოაო მენდეშმა „ბარსელონასთან“ გააფორმა კონტრაქტი და კატალონიელთა 18-წლამდელთა გუნდს შეუერთდა, გასული სეზონი კი „ბლაუგრანას“ 19-წლამდელებში გაატარა.
„ბარნლიმ“ გასულ წელს პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო და 2024-25 წლების სეზონს ჩემპიონშიპში გაატარებს.
???????????? Ronaldinho’s son João Mendes has signed in as new Burnley player. pic.twitter.com/NV5Uqpq1ib
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 14, 2024