ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

ბუდუ ზივზივაძემ დაზიანება მიიღო და ვარჯიში ნაადრევად დაასრულა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე „კარლსრუეს“ ქართველმა ფორვარდმა დაზიანება მიიღო და ვარჯიშის გაგრძელება ვერ შეძლო. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, ზივზივაძე „კარლსრუეს“ მეკარეს, აკი კოხს შეეჯახა. ქართველ ფორვარდს დღეს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება, დაზიანების სიმძიმე ამ ეტაპზე უცნობია.

„კარლსრუე“ მომდევნო შეხვედრას გერმანიის თასის 1/32 ფინალში 18 აგვისტოს, სტუმრად, რეგიონალლიგის წარმომადგენლის, „ლოტეს“ წინააღმდეგ გამართავს.

მეორე ბუნდესლიგის ორი ტურის შემდეგ ბუდუ ზივზივაძე 3 გოლით ბომბარდირთა ცხრილში ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გველესიანი „პერსეპოლისის“ ძირითადში სათამაშოდ მზად არ არის - ირანული მედია
გველესიანი „პერსეპოლისის“ ძირითადში სათამაშოდ მზად არ არის - ირანული მედია