ლამინე იამალი, მუნირ ნასრაუი
Aa
Aa

იამალის მამა დაჭრეს

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ლამინე იამალის მამა დანით დაჭრეს. La Vanguardia-ს ცნობით, ინციდენტი ქალაქ მატაროს ავტოსადგომზე მოხდა და მუნირ ნასრაუის ჭრილობა რამდენიმე ადამიანმა მიაყენა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრეს და რამდენიმე ეჭვმიტანილიც ჰყავთ, რამაც წესით და რიგით, საქმის გახსნა უნდა დააჩქაროს.

ფეხბურთელის მამა ჯერჯერობით ისევ საავადმყოფოში რჩება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში მოუწევს მისვლა საიმისოდ, რომ ფოტორობოტი შეადგინოს და სამართალდამცავებს საქმის გახსნაში დაეხმაროს.

ევროპის ჩემპიონი ლამინე იამალი „ბარსელონას“ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. კატალონიელები ესპანეთის ლა ლიგას შაბათს, „ვალენსიასთან“ მატჩით დაიწყებენ, რომელიც თბილისის დროით სტარტს 23:30 წუთზე აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამპერის თასზე დაწყებული 2 ისტორია - 20 წლის წინ მესი, ახლა იამალი
გამპერის თასზე დაწყებული 2 ისტორია - 20 წლის წინ მესი, ახლა იამალი