მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მეცმა ლიონს უჩივლა - კლუბებს შორის უთანხმოებაა

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის ცნობით, „ლიონს“ „მეცისთვის“ გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულების პირველი ნაწილი ჯერ კიდევ არ გადაუხდია, რამაც კლუბებს შორის უთანხმოება გამოიწვია.

გამოცემა წერს, რომ 1 აგვისტომდე, „ლიონს“ მიქაუაძის ყოფილი კლუბისთვის 8 მილიონი ევრო უნდა გადაერიცხა, თუმცა, „მეცმა“ ჯერჯერობით, მხოლოდ 3 მილიონი ევრო მიიღო და ისიც 10 დღის დაგვიანებით.

როგორც L'Equipe-ი აღნიშნავს, კლუბის ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებების დროს, „ლიონის“ პრეზიდენტმა, ჯონ ტექსტორმა თავი სატელევიზიო უფლებებიდან მიღებული დაბალი შემოსავლებით გაიმართლა და „მეცს“ მოთმინებისკენ მიუწოდა. ამის მიუხედავად, ჟორჟის ყოფილმა გუნდმა სიტუაციის გარკვევის მიზნით ლიგა 1-ის იურიდიულ დეპარტამენტს მიმართა და სატრანსფერო თანხის დაუყონებლივ ჩარიცხვა მოითხოვა.

L'Equipe-ი წერს, რომ ლიგა 1-მა „ლიონს“ დავალიანების დასაფარად რამდენიმედღიანი ვადა მისცა, რომლის გადაცილების შემთხვევაშიც, კლუბს პირველ ჯერზე ფინანსური ჯარიმა დაეკისრება.

შეგახსენებთ, რომ „ლიონმა“ გიორგი მიქაუტაძე „მეციდან“ მიმდინარე ზაფხულში, 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მიქაუტაძის ახალ კლუბს სატრანსფერო თანხა ორ ნაწილად უნდა გადაეხადა: ნაწილი პირველ აგვისტომდე, მეორე ნაწილი კი 2024 წლის ბოლომდე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები