ატალანტა, ჯან პიერო გასპერინი
Aa
Aa

გასპერინი: “რეალის დამარცხების ძალიან დიდი შანსი გავუშვით ხელიდან“

უეფა-ს სუპერ თასზე მადრიდის რეალი ატალანტას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. სამეფო კლუბის მხრიდან გოლები ფედე ვალვერდემ და კილიან მბაპემ გაიტანეს.

მატჩს დასრულების შემდეგ, ბერგამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ კომენტარი გააკეთა.

გასპერინი:

„ჩვენ მადრიდის რეალის დამარცხების დიდი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი საფეხბურთო სტილით მათთვის პრობლემების შექმნა შეგვეძლო. რეალის გოლის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. მეორე გოლის თავიდან არიდება შეგვეძლო. საბოლოო ჯამში, მათ გამარჯვება დაიმსახურეს.

მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ და გოლის გატანის კარგი შანსიც გვქონდა. როდესაც პირველი გოლი გაგაქვს, ცხადია იმპულსს იღებ და შემდეგ თამაშში დაბრუნება რთულია. ზუსტად ასე მოხდა დუბლინში ლევერკუზენის წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ ჩვენ გავიტანეთ, დღეს კი რეალმა. წაგების მიუხედავად, ჩვენ დიდი გამოცდილება მივიღეთ.

მე მაინც ძალიან ვამაყობ, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად გვაკლდება ერთი კონკრეტული წერტილი. საბედნიეროდ, დუბლინში არ დაგვაკლდა. ბიჭების გამო ვწუხვარ, რადგან მათ ყველაფერი გასცეს. ითამაშეს ხარისხიანად და ეს იყო შესაძლებლობა, რომ ისტორია დაგვეწერა.“

შეგახსენებთ, რომ ბერგამოს ატალანტას შემდეგი მატჩი უკვე სერია ა-ში ელის. გასპერინის შეგირდები 19 აგვისტოს ლეჩეს ესტუმრებიან. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე: “მშვენიერი ღამეა, ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი“
მბაპე: “მშვენიერი ღამეა, ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი“