“პატივი და პრივილეგიაა“ - ანჩელოტი სუპერ თასის მოგების შემდეგ
უეფა-ს სუპერ თასზე მადრიდის რეალი ატალანტას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. სამეფო კლუბის მხრიდან გოლები ფედე ვალვერდემ და კილიან მბაპემ გაიტანეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გამოცემა MARCA-სთან ისაუბრა.
ანჩელოტი:
„პატივი და პრივილეგიაა იყო ასეთი ღამეების მონაწილე. ხშირად ვიტანჯებით, მაგრამ ძალიან ხშირად ვიგებთ. ჩვენ დღეს დამსახურებულად გავიმარჯვეთ. პირველი ტაიმი ძალიან რთული იყო. ატალანტამ უდიდესი ძალისხმევა გასწია, მაგრამ მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით.
პირველ ნახევარში მოწინააღმდეგემ ჩვენზე მეტი დუელი მოიგო. მეორეში მეტი სივრცე გვქონდა. როდრიგო, ვინისიუსი და მბაპე ძალიან კარგები არიან. კილიანს ბევრი გოლის გატანა შეუძლია, მაგრამ ჩემთვის მთავარი ხარისხია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდს ერთი კვირის წინ შეუერთდნენ და ახლა ბრწყინვალე ფორმაში არიან.“
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტიმ ისტორია გადაწერა. იტალიელმა სპეციალისტმა უეფა-ს სუპერ თასი მეექვსედ მოიგო და მსგავსი შედეგი სხვა არცერთ მწვრთნელს არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალს შემდეგი მატჩი უკვე ლა ლიგაში ელის. პირველ ტურში, კარლო ანჩელოტის შეგირდები მალიორკას ესტუმრებიან. აღნიშნული დაპირისპირება 18 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:30-დან დაიწყება.