ოსიმენი პსჟ-ში გადასვლას დათანხმდა, მაგრამ კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი
ვიქტორ ოსიმენის საგა გრძელდება. ნიგერიელი თავდამსხმელი პარი სენ ჟერმენში გადასვლაზე თანახმაა, მაგრამ ახალმა პრობლემამ იჩინა თავი.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ვიქტორს ფრანგულ გუნდში გადასვლა მოუნდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდება.
ამის მიზეზი რანდალ კოლო მუანი და გონსალუ რამუში არიან, რომლებსაც პარი სენ ჟერმენთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებთ და გუნდის დატოვებას არცერთი არ განიხილავს.
იმ შემთხვევაში, თუ რამუში და კოლო მუანი კლუბში დარჩებიან, პსჟ ახალ თავდამსხმელს არ იყიდის. დრო გადის და ნაპოლის ოსიმენის დატოვება აღარ სურს, რადგან კონტე რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის გაჩარხვას ცდილობს. ეს კი იქამდე არ მოხდება, სანამ ნიგერიელი პარტენოპეიდან არ წავა.
???????????? Understand that Victor #Osimhen still wants to join Paris Saint-Germain until Deadline Day!
— Florian Plettenberg (@Plettigoal) August 14, 2024
… as #PSG is definitely his desired destination.
Chelsea, still trying to sign the 26 y/o striker and been told that there was also a loose approach from Arsenal weeks ago.… pic.twitter.com/kXKSDe5tuM
როგორც ხედავთ, მოცემულ სიტუაციაში რამდენიმე ჯაჭვია და ეს ყველაფერი ერთად ოსიმენის მომავალს პრობლემას უქმნის.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ოსიმენის პრიორიტეტი პრემიერ ლიგაში თამაში იყო, მაგრამ ინგლისიდან მას ოფიციალური შეთავაზება არ მიუვიდა და პსჟ-ში გადასვლა არჩია, თუმცა, როგორც ხედავთ ჯერჯერობით საფრანგეთის დედაქალაქში გადაბარგება შეუძლებელია.
არსებობს კიდევ ერთი ვითარება, რომლის მიხედვითაც ჩელსის ოსიმენი სურს, მაგრამ ამ წინადადებას აურელიო დე ლაურენტისი არ თანხმდება. საუბარია 60 მილიონი ევროს გადახდაზე და ტრანსფერში ლუკაკუს ჩართვაზე. ნაპოლის პრეზიდენტს კი ნიგერიელის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონი ევროს მიღება სურს.