ლივერპული, ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ბორნმუთი
Aa
Aa

ლივერპული პრემიერ ლიგის წესს გვერდს აუვლის - რომანომ გეგმა გააჟღერა

გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში გადასვლა საკმაოდ აქტუალური გახლავთ. მერსისაიდულ გრანდს ქართველი მეკარის ყიდვა და შემდეგ იჯარის წესით ბორნმუთში განათხოვრება სურს, თუმცა ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს.

პრემიერ ლიგის წესების თანახმად, იმ ფეხბურთელს, რომელსაც პრემიერ ლიგის გუნდი იყიდის, სხვა კლუბში იჯარის წესით წასვლა არ შეეძლება. შესაბამისად, თუ ლივერპული მამარდას ოფიციალურად იყიდის, ბორნმუთში ვერ გაანათხოვრებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს და განმარტავს, თუ როგორ უნდა აუაროს გვერდი ლივერპულმა ამ წესს.

ფაბრიციოს ინფორმაციით, მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმება უნდა შედგეს და ფორმალური მხარე 2025 წლისთვის გადაიდოს. ასე ოფიციალური დოკუმენტები არ გაფორმდება. მამარდაშვილი ბორნმუთში იჯარის წესით ვალენსიადან უნდა წავიდეს და არა ლივერპულიდან.

მოვლენების ასეთი განვითარებით, პრემიერ ლიგის წესების გვერდის ავლა შესაძლებელი იქნება და 2025 წელს ლივერპული ოფიციალურად გაიფორმებს მამარდაშვილს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი კარის დარაჯი ლივერპულის წინადადებაზე თანახმაა და ბორნმუთში 1-წლიანი იჯარაც მისაღებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანტეს საწვრთნელი ბანაკი თბილისში - ქოჩორაშვილის ინიციატივა
ლევანტეს საწვრთნელი ბანაკი თბილისში - ქოჩორაშვილის ინიციატივა