კონტეს არ მოეწონა - ნაპოლის ნათანი ტოვებს
იტალიური მედიის ინფორმაციით, ნათანი ნაპოლის ტოვებს და ბეტისში გადადის. ბრაზილიელი უკანახაზელი სულ მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ ყველანაირი ფინანსური დეტალი შეთანხმებულია. საუბარი იჯარის წესით გადასვლაზე, თუმცა ესპანურ გუნდს ნათანის გამოსყიდვის უფლება ექნება. სატრანსფერო ღირებულად 8 მილიონი ევრო სახელდება.
რომანოს ინფორმაციით, კონტრაქტის მიხედვით, ბეტისს ნათანის ყიდვის ვალდებულება არ გააჩნია. იჯარაში 1 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო გამოსყიდვა დღის წესრიგში იმის მიხედვით დადგება, თუ როგორ შთაბეჭდილებას დატოვებს ბრაზილიელი უკანახაზელი.
ასევე ცნობილი გახდა, რომ 23 წლის ცენტრალური მცველი ანტონიო კონტეს არ მოეწონა და სწორედ ამიტომ შეელია ასე მარტივად.
შეგახსენებთ, რომ ნათანი პარტენოპეის 2023 წლის აგვისტოში შეუერთდა და კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა. ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
???? Natan ya está en Sevilla para firmar por el Real Betis.
— Relevo (@relevo) August 14, 2024
???? @jmrodriguezper pic.twitter.com/D8aVZBZb0K