ლიონელ მესი, ტრანსფერები
Aa
Aa

5 ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელთა სანაცვლოდაც კლუბებს ფული არასდროს არ გადაუხდიათ

ეპოქაში, სადაც ბაზარზე ფასეულობები ფაქტობრივად არ არსებობს, ხოლო ფასები ასტრონომიულ ნიშნულს სცდება, თქვენ შეიძლება გაოცებული დარჩეთ იმ ფაქტით, რომ ზოგიერთი უდიდესი ფეხბურთელის სანაცვლოდ, კლუბებს თანხა არასდროს გადაუხდიათ.

ლიონელ მესი

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი „ნიუელს ოლდ ბოისიდან“ „ბარსელონაში“ 13 წლის ასაკში გადავიდა. კონტრაქტი ხელსახოცზე დაწერეს - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მომდევნო 21 წელი ლეომ კატალონიაში გაატარა და ფეხბურთის ისტორიაში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა.

მას შესაძლოა კარიერა „ბარსაში“ დაესრულებინა, თუმცა ფინანსური კრახის გამო, 2021 წელს, კლუბმა მასთან კონტრაქტის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ამან მესი უფასო ტრანსფერისთვის ხელმისაწვდომი გახადა, თუმცა მისთვის ასტრონომიული ხელფასის გადახდა ევროპაში მხოლოდ პსჟ-ს შეეძლო.

2 სეზონის შემდეგ, მან ევროპა დატოვა და კონტრაქტი „ინტერ მაიამისთან“ გააფორმა.

ესტებან კამბიასო

დიდებული ნახევარმცველი, რომელსაც მოგებული აქვს საჩემპიონო ტიტულები არგენტინაში, ესპანეთსა და იტალიაში, მსოფლიოს უდიდეს კლუბებში ტრანსფერით არასდროს გადასულა.

არგენტინელი „რეალში“ სამშობლოდან გადავიდა. 2004 წელს, მას კონტრაქტი ამოეწურა, რამაც საშუალება მისცა „ინტერში“ უფასოდ გადასულიყო, სადაც 400-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

2014 წელს, მან ფაქტობრივად ყველა გააოცა, როდესაც კონტრაქტი „ლესტერ სიტისთან“ გააფორმა, სადაც 33 მატჩი ჩაატარა. საკუთარი კარიერის ბოლო 2 წელი კამბიასომ „ოლიმპიაკოსში“ გაატარა.

რაული

მადრიდში დაბადებული და „რეალის“ აღზრდილი რაული, კლუბის ლეგენდა და მშობლიური ქალაქის გმირია.
რაულმა „რეალში“ 16 წლის განმავლობაში ითამაშა და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, „შალკეში“ სატრანსფერო საფასურის გარეშე გადავიდა.

2 წლის შემდეგ, რაული კატარში გადავიდა, კარიერა კი „ნიუ-იორკ კოსმოსში“ დაასრულა.

სტივ მაკმანამანი

სტივ მაკმანამანი მეორე ინგლისელი ფეხბურთელი გახდა ლორი კანინგემის შემდეგ, რომელმაც „რეალში“ ითამაშა. ის ესპანურ კლუბს 1999 წელს, უფასოდ შეუერთდა, მანამდე კი 9 წელი „ლივერპულში“ გაატარა.

მაკმანამანმა მადრიდი 2003 წელს დატოვა და ინგლისში, „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა.

ჯორჯ ბესტი

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელმა კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაიწყო და იქ 11 წელი გაატარა.

მან „წითელი ეშმაკები“ 1974 წელს დატოვა და სამხრეთ აფრიკაში გადავიდა, სადაც 5-ჯერ ითამაშა, რის შემდეგაც კვლავ ინგლისში დაბრუნდა. კარიერის განმავლობაში მან აშშ-შიც ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
10 ძვირადღირებული ფეხბურთელი, რომლებმაც ვერ გაამართლეს
10 ძვირადღირებული ფეხბურთელი, რომლებმაც ვერ გაამართლეს