გველესიანი „პერსეპოლისის“ ძირითადში სათამაშოდ მზად არ არის - ირანული მედია
15 აგვისტოს ირანში ახალი საფეხბურთო სეზონი იწყება, გახსნით მატჩში კი მოქმედი ჩემპიონი „პერსეპოლისი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გველესიანი იცავს, „ზობ აჰანს“ უმასპინძლებს.
ირანული მედიის ინფორმაციით, 33 წლის ქართველი მცველი მატჩს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს, ვინაიდან მისი კონდიციები ჯერ ოპტიმალურისგან შორსაა.
რას წერენ გველესიანზე:
„ზობ აჰანის“ სწრაფი ფორვარდების წინააღმდეგ „პერსეპოლისს“ გამოცდილი მცველების - ჰოსეინ კანანისა და გიორგი გველესიანის წყვილი გამოადგებოდა, მაგრამ ქართველი შვებულებიდან ცოტა რომ დაბრუნებულიყო, მას ძირითადში სასტარტო შემადგენლობაში გამოსვლის უფრო მეტი შანსი ექნებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამო გველესიანი „პერსეპოლისს“ გვიან შეუერთდა, ის ძირითადში სათამაშოდ ჯერ კიდევ მზად არაა.
რამდენიმე კვირის წინ გიორგი გველესიანმა ირანულ კლუბთან ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. „პერსეპოლისი'' ირანის ჩემპიონია და ამ სეზონშიც აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. 33 წლის ცენტრალური მცველი „პერსეპოლისში’’ 2022 წლიდან თამაშობს და გუნდთან ერთად ორჯერ ირანის ჩემპიონი, თითო ჯერ კი თასის მფლობელი და სუპერთასის გამარჯვებული გახდა.