მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი
Aa
Aa

„მისი ისტორია ყველაზე საინტერესოა“ - ფრანგული სააგენტო მიქაუტაძეზე

ცნობილი ფრანგული გამოცემა, Made In Foot-ი ლიგა 1-ის ახალ სეზონზე სტატიას აქვეყნებს და იმ ხუთი ახალწვეულის შესახებ წერს, რომელთა თამაშსაც საფრანგეთის ჩემპიონატში ყველაზე დიდი ინტერესით ელიან.

ხუთეულს „ლიონისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი მიქაუტაძე ხსნის.

რა წერია სტატიაში:

გიორგი მიქაუტაძის „ლიონში“ გადასვლა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის საუკეთესო ისტორიაა. ოლიმპიკში ადრეულ ასაკში თამაშის შემდეგ, მიქაუტაძე ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომელსაც კარიერის ასაწყობად შორს წასვლა მოუწია. ლიგა 2-ში, „მეცთან“ ერთად შესამჩნევი თამაშის შემდეგ, ის ამსტერდამის „აიაქსში“ გადავიდა, თუმცა, ნიდერლანდებში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო. გოლებით დამშეული და პირადი შურისძიებით ამოძრავებული ქართველი იანვარში „მეცში“ დაბრუნდა და კლუბისთვის, ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნების მთავარ იმედად იქცა. მისი მისია თითქმის წარმატებული იყო, რადგან სეზონის დასკვნით ნაწილში 11 გოლი გაიტანა, მაგრამ ამან „მეცის“ პლეი-ოფში გადასვლას ხელი ვერ შეუშალა, სადაც საბოლოოდ „სენტ-ეტიენთან“ დამარცხდა და ლიგა 1-ში ადგილიც დაკარგა. გასული სეზონის მეორე ნახევრისა და ევრო 2024-ზე გაბრწყინების შემდეგ, მიქაუტაძემ კვლავ მიიპყრო ევროპული გუნდების ყურადღება და საბოლოოდ, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ლიონში“ დაბრუნდა.

გიორგი მიქაუტაძის გარდა, გამოცემის ხუთეულში ჟოაო ნევეში (პსჟ), ელი უაჰი („მარსელი“), კრისტიან მავისა („მონაკო“) და ალბერტ გრონბეეკი („რენი“) მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვინ დაარტყამს პენალტებსა და ჯარიმებს | ვის ენდობა ანტონიო კონტე?
ვინ დაარტყამს პენალტებსა და ჯარიმებს | ვის ენდობა ანტონიო კონტე?