ბარსელონა, ლონდონის არსენალი, მიკელ მერინო
Aa
Aa

უარი ბარსელონას - მერინო არსენალთან აწარმოებს მოლაპარაკებას

კატალონიის ბარსელონამ სატრანსფერო ფანჯარაზე მორიგი კრახი განიცადა. ბლაუგრანა აქტიურად ცდილობდა მიკელ მერინოს გადაბირებას, თუმცა ესპანელმა ნახევარმცველმა ბარსაში გადაბარგებაზე უარი განაცხადა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ევრო 2024-ის ერთ-ერთი ტრიუმფატორი მოლაპარაკებას ლონდონის არსენალთან აწარმოებს. საქმეში პირადად არტეტა არის ჩართული.

ამ საკითხზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი სამ დინიც წერს და გვამცნობს, რომ მეთოფეებმა მერინოსთან აქტიური კონტაქტი დაამყარეს და ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, რას სთავაზობს არსენალი სოსიედადს და მიკელს, თუმცა თავად ფეხბურთელი არსენალში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.

28 წლის ესპანელის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 50 მილიონი ევროა, თუმცა მიკელმა ევრო 2024-ზე თავი დიდებულად წარმოაჩინა და მისი ღირებულება გაიზარდა.

მერინო ბასკურ გუნდში 2018 წლიდან თამაშობს და კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. გახანგრძლივებას არ ჩქარობს და სოსიედადი სწორედ ამიტომ დაფიქრდა მის გაყიდვაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ ზაფხულში ის თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

შეგახსენებთ, რომ მიკელ მერინომ 2018 წლიდან დღემდე, სოსიედადის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 242-ჯერ მოირგო, 27 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ტოპ 4-ში მოხვედრის შანსი 14 პროცენტია | Opta-ს სუპერკომპიუტერის ვარაუდი
ნაპოლის ტოპ 4-ში მოხვედრის შანსი 14 პროცენტია | Opta-ს სუპერკომპიუტერის ვარაუდი