მანჩესტერ იუნაიტედი, ანტონიო კონტე, ბრაიტონი, სკოტ მაკტომინეი, ბილი გილმური
Aa
Aa

გილმორი და მაკტომინეი ნაპოლიში? - კონტეს ნახევარდაცვის გაძლიერება სურს

„ნაპოლი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და პრემიერ ლიგიდან ორი ფეხბურთელის დამატებას მოიაზრებს.

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ნეაპოლიტანელები „ბრაიტონიდან“ ბილი გილმორის შეძენასთან ახლოს არიან. იტალიელი ჟურნალისტი წერს, რომ „ნაპოლიში“ გადასვლაზე თანხმობა თავად ინგლისელმა ნახევარმცველმაც თქვა და ახლა ყველაფერი კლუბებზე იქნება დამოკიდებული.

უახლოეს დღეებში „ნაპოლის“ წარმომადგენლები „ბრაიტონის“ ხელმძღვანელებს შეხვდებიან და ტრანსფერის დახურვას ეცდებიან. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, „პარტენოპეი“ ინგლისურ კლუბსს ბონუსების ჩათვლით 15 მილიონ ევროს გადაუხდის.

დი მარციო ასევე წერს, რომ ნეაპოლელთა ყურადღების ცენტრში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, სკოტ მაკტომინეიც მოექცა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ „ნაპოლიმ“ „წითელ ეშმაკებს“ რამდენიმე დღის წინ ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, რომელიც 1-წლიან იჯარას გულისხმობდა, თუმცა, მანჩესტერელებმა შეთავაზება უარით გაისტუმრეს. „იუნაიტედის“ მიზანი შოტლანდიელი ნახევარმცველის გაყიდვაა და იჯარის წესით გაშვებას არც ერთ კლუბში არ განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს ახალ სეზონს 18 აგვისტოს, სტუმრად „ვერონასთან“ მატჩით დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ დაარტყამს პენალტებსა და ჯარიმებს | ვის ენდობა ანტონიო კონტე?
ვინ დაარტყამს პენალტებსა და ჯარიმებს | ვის ენდობა ანტონიო კონტე?