მაიკლ ჩენდლერი, კონორ მაკგრეგორი, დენა უაითი
Aa
Aa

როდის იბრძოლებს მაკგრეგორი UFC-ში | დენა უაითის კომენტარი

UFC-ში კონორ მაკრეგორის დაბრუნება, რომელსაც მისი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან, წელს არ შედგება. ამის შესახებ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა.

რა თქვა დენა უაითმა:

„ვესაუბრე მაკრეგორს, მას ჩხუბი სურს. როდის მოხდება ეს, ჩვენ ამაზე მოვილაპარაკებთ, თუმცა ეს არ იქნება წელს. ის წლის ბოლომდე არ იბრძოლებს“.

უაითის განცხადებას გამოეხმაურა თავად მაკგრეგორიც:

„დენა, დეკემბერი კარგი დროა. დავასრულოთ კალენდარული წელი მომგებიანი ღონისძიებით. მომდევნო თვეში მომზადებას  ვიწყებ. უთხარით დენას და UFC-ს, რომ ჩვენ დეკემბერი გვსურს და ვიმსახურებთ ამას!“

კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა 2021 წლის ივლისში დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამართა. ირლანდიელი მებრძოლის ოქტაგონში დაბრუნება მიმდინარე წლის ივნისში, მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ უნდა მომხდარიყო, თუმცა ბრძოლამდე 16 დღით ადრე მაკგრეგორმა თითი მოიტეხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ შეცდომა დაუშვა, ელექტროშოკს იღებს | როგორ ემზადება ჩემპიონი ადესანიასთვის
თუ შეცდომა დაუშვა, ელექტროშოკს იღებს | როგორ ემზადება ჩემპიონი ადესანიასთვის