გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ლივერპული გააქტიურდა - წინასწარი კონტრაქტი და მესამე შეთავაზება ვალენსიას

ცნობილი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ „ლივერპულმა“ ქართველ მეკარესთან წინასწარ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია.

იტალიელი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ტრანსფერის შემთხვევაში, მამარდაშვილი 1, ან 2 წლით იჯარის წესით სხვა კლუბში ითამაშებს, ყველაზე რეალურ ვარიანტად კი ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბი „ბორნმუთი“ სახელდება. მას შემდეგ, რაც ალისკონი „ლივერპულს“ დატოვებს, მამარდაშვილი მერსისაიდულ კლუბში დაბრუნდება და გუნდის მთავარი მეკარე გახდება. მამარდას აგენტები ახლა ვალენსიაში იმყოფებიან, სადაც მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები.

პარალელურად, ცოტა ხნის წინ ესპანურმა „მარკამ“ დაწერა, რომ „ლივერპულმა“ „ვალენსიას“ მესამე შეთავაზება გაუკეთა, თუმცა, შეთავაზება 35 მილიონ ევროს ითვალისწინებს, „ღამურები“ კი 40 მილიონ ევროს ითხოვენ. ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Relevo: მამარდას ესმის, რომ ასეთი შანსი შესაძლოა აღარ მიეცეს
Relevo: მამარდას ესმის, რომ ასეთი შანსი შესაძლოა აღარ მიეცეს