პარკაძის ახალი კლუბი ცნობილია - ბაიერნმა ქართველი ტალანტი ისევ გაანათხოვრა
მიუნხენის „ბაიერნის“ აკამედიის ქართველი ფეხბურთელი ლუკა პარკაძე იჯარით „ალტგლინიკეში“ ითამაშებს. ინფორმაცია ამის შესახებ „ბაიერნის“ აკადემიის X-ზე გავრცელდა.
„ალტგლინიკე“ გერმანიის რიგით მეოთხე დივიზიონში, რეგიონულ ლიგაში ასპარეზობს, სადაც გასული სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა.
Viel Erfolg, Luka! ????
— FC Bayern Campus (@fcbayerncampus) August 14, 2024
Luka #Parkadze wird für eine Saison an die VSG Altglienicke verliehen. ????#FCBAmateure #FCBayernCampus #FCBayern pic.twitter.com/i8iv7QXcEp
პარკაძემ „ბაიერნთან“ 5-წლიანი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში გააფორმა. წინა სეზონი მან ასევე იჯარით ავსტრიულ „ადმირა ვაკერში“ გაატარა, თუმცა ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა.
ავსტრიიდან დაბრუნების შემდეგ ლუკა „ბაიერნის“ პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, შემდეგ კი სინჯებზე მეორე ბუნდესლიგის კლუბ „ელვერსბერგში“ იყო.