ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„ჩემპიონთა ლიგას მაინც ვერასდროს მოვიგებდით“ | მოურინიო იმედგაცრუებულია

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფრანგულმა „ლილმა“ ჟოზე მოურინიოს „ფენერბახჩე“ ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 3:2 დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა.

შედეგად თურქული კლუბი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. მოურინიომ მატჩი შეაფასა და იმედგაცრუებაც ვერ დამალა.

რა თქვა მოურინიომ?

„მე ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით და ყველაფერი გავაკეთეთ, როგორც გუნდმა. დავკარგეთ შანსი, ვითამაშოთ მსოფლიოს უდიდესი კლუბების წინააღმდეგ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჩვენ ვერასდროს მოვიგებდით ჩემპიონთა ლიგას. ჩვენ ვერასდროს გავიდოდით ლიგის ფინალში, თუმცა ჩვენ გვაქვს შანსები ევროპის ლიგაში. კონკურენციის მხრივ, ის ჩვენთვის უფრო საინტერესოა“.

ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული,  61 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი „ფენერბახჩეს“ მწვრთნელი მიმდინარე წლის ივნისში გახდა. მან თურქულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წელიწადში 10,8 მილიონ ევროს იღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მანჩესტერ სიტის“ ბრალდებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროა“ | პრემიერ ლიგის ხელმძღვანელი
„მანჩესტერ სიტის“ ბრალდებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროა“ | პრემიერ ლიგის ხელმძღვანელი