გიორგი მამარდაშვილი, ბორნმუთი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

Relevo: მამარდას ესმის, რომ ასეთი შანსი შესაძლოა აღარ მიეცეს

„ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე „ვალენსიას“ ფორმალური შეთავაზება გაუგზავნა - „წითლები“ ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს იხდიან. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Relevo იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება „ვალენსიას“ პასუხი. „ღამურების“ პრეზიდენტი პიტერ ლიმი ამბობდა, რომ ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35-40 მილიონს ითხოვს - მერსისაიდელების ბოლო შეთავაზება ამ მოთხოვნებს პასუხობს.

რაც შეეხება თავად მამარდაშვილს, როგორც Relevo წერს, ქართველ მეკარეს ესმის, რომ „ეს მატარებელი მის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ჩამოივლის“.

უკვე ცნობილია, რომ მამარდაშვილის შეძენის შემდეგ „ლივერპული“ აპირებს, გაანათხოვროს ის „ბორნმუთში“ ერთი ან ორი წლით (რაც ალისონის გუნდიდან წასვლაზე იქნება დამოკიდებული).

მერსისაიდელებს არ სურთ, გიორგი „ვალენსიაში“ იჯარით დარჩეს და ამას ორი მიზეზი აქვს. „ლივერპულის“ მიზანია, მამარდა პრემიერლიგას შეეჩვიოს. გარდა ამისა, „წითლები“ ქართველ მეკარეს ხელფასის სახით წელიწადში 4 მილიონ ევროს სთავაზობენ, ხოლო „ლივერპულში“ გადასვლისა და შემდეგ „მესტალიაზე“ იჯარით დაბრუნების შემთხვევაში ამ თანხის გადახდა გიორგისთვის ისევ „ვალენსიას“ მოუწევს, რაც ესპანური კლუბის ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულის მხრიდან ეს საკმაოდ უცნაური არჩევანია - რას წერენ ინგლისში მამარდაზე
ლივერპულის მხრიდან ეს საკმაოდ უცნაური არჩევანია - რას წერენ ინგლისში მამარდაზე