კილიან მბაპე, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

მბაპემ ზაფხული „გამიფუჭა“| ანჩელოტის დილემა

კარლო ანჩელოტიმ იხუმრა, რომ კილიან მბაპემ მას ზაფხული „გაუფუჭა“, რადგან მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი, დატვირთული სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, „ძალიან დიდი პრობლემის“ წინაშე აღმოჩნდა.

რა მოხდა?

ფრანგი სუპერვარსკვლავი, კილიან მბაპე ამ ზაფხულს „რეალში“ გადავიდა, რის შემდეგაც მთელი ყურადღება „პაპა კარლოსკენ“ არის მიპყრობილი: გულშემატკივრებს უნდათ იცოდნენ, როგორ ინტეგრირდება პსჟ-ს ყოფილი თავდამსხმელი კლუბის უკვე ვარსკვლავურ შემადგენლობაში.

იტალიელი სპეციალისტი ახლა უკვე სიჭარბის პრობლემის წინაშე დგას, რადგან მბაპესთან ერთად, გუნდს ბრაზილიელი ენდრიკი შეუერთდა, რაც კონკურენციას კიდევ უფრო ზრდის.

ზოგადი სურათი

ანჩელოტიმ აღიარა, რომ „რეალში“ მბაპესა და ენდრიკის გადასვლამ მისი ზაფხული მუდმივი ანალიზის პერიოდად აქცია, რადგან ის ფიქრობდა კითხვაზე, თუ როგორ გამოიყენოს ეფექტიანად ახალი ვარსკვლავები ისე, რომ საკუთარი გუნდის ბალანსი არ დაარღვიოს.

სასტარტო ადგილისთვის მბაპესა და ენდრიკის კონკურენტები ასევე არიან ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო და არდა გიულერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ანჩელოტის ფეხბურთელების შეცვლა მოუწევს.

რა თქვა ანჩელოტიმ უეფა-ს სუპერ თასის ფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე?

„მე ძალიან დიდი პრობლემა მაქვს. მთელი ზაფხული ვფიქრობდი, ვინ დავაყენო და ვინ არა. ამან შვებულება გამიფუჭა. ისინი ყველანი კარგები არიან. ჩვენ ბევრი თამაში გვაქვს. არ ვფიქრობ, რომ ერთი და იგივე 11 ფეხბურთელი ითამაშებს 70 მატჩს. ისინი, ვინც გასულ წელს ნაკლები ითამაშეს, წელს შეიძლება საკვანძო მოთამაშეები გახდნენ“.

მბაპემ „რეალის“ წინა სასეზონო ყველა მატჩი გამოტოვა, რადგან ევრო-2024-ის შემდეგ, მას ხანგრძლივი დასვენება მისცეს.

სუპერ თასის ფინალი, რომელშიც „რეალი“ „ატალანტას“ დაუპირისპირდება, გადამწყვეტი ტესტი იქნება როგორც მბაპესთვის, ისე ანჩელოტისთვის, რადგან ისინი ცდილობენ დაარეგულირონ დინამიკა ახალი სეზონის წინ.

„რეალისა“ და „ატალანტას“ დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით, 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი მარცხენა გარემარბი ბარსასთვის - ფლიკმა პერიშიჩს დაურეკა
ახალი მარცხენა გარემარბი ბარსასთვის - ფლიკმა პერიშიჩს დაურეკა