პრემიერ ლიგა, მანჩესტერ სიტი, რიჩარდ მასტერსი
Aa
Aa

„მანჩესტერ სიტის“ ბრალდებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროა“ | პრემიერ ლიგის ხელმძღვანელი

პრემიერ ლიგის აღმასრულებელი დირექტორი, რიჩარდ მასტერსი ამბობს, რომ „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ბრალდებებთან დაკავშირებით, საქმე ლიგის სასიკეთოდ უნდა გადაწყდეს.

„სიტის“ საქმე დამოუკიდებელი დისციპლინურმა კომისიამ უნდა განიხილოს. კლუბს პრემიერ ლიგის ფინანსური წესების დარღვევას ედავებიან, თუმცა ის ყველა ბრალდებას უარყოფს.

მასტერსის თქმით, „დადგა დრო, რომ ეს საქმე თავად მოგვარდეს. BBC Sport-ის კითხვაზე, აყენებს თუ არა ეს საქმე პრემიერ ლიგას ჩრდილს, მან უპასუხა:

„ეს ამბავი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და ვფიქრობ, რომ ამ საქმეს მოსმენა და პასუხის გაცემა სჭირდება“.

„მანჩესტერ სიტის“ ბრალი 2023 წლის თებერვალში წაუყენეს. საქმე ეხება 100-ზე მეტ ფინანსურ დარღვევას, რომლებიც 10 სეზონის განმავლობაში დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მბაპეს ძირითად შემადგენლობაში შეუძლია დაწყება“ - ანჩელოტი ფინალის წინ
“მბაპეს ძირითად შემადგენლობაში შეუძლია დაწყება“ - ანჩელოტი ფინალის წინ