ვინ დაარტყამს პენალტებსა და ჯარიმებს | ვის ენდობა ანტონიო კონტე?
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს ახალი სეზონისთვის ემზადება, რომელიც 17 აგვისტოს დაიწყება. „პარტენოპეი“ თავის შეხვედრას 18 აგვისტოს გამართავს და თბილისის დროით, 20:30-ზე, „ვერონას“ დაუპირისპირდება.
ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, Gazzetta dello Sport-მა „ნაპოლის“ ახალ თავკაცზე, ანტონიო კონტეზე ისაუბრა და დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც იტალიელმა სპეციალისტმა სტანდარტულების შემსრულებლად აირჩია. „პარტენოპეის“ მთავარი პენალტისტი მატეო პოლიტანოა. მას ხვიჩა კვარაცხელია და ჯაკომო რასპადორი მოჰყვებიან.
Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, პოლიტანოს დაევალება საჯარიმო დარტყმების შესრულებაც. 31 წლის შემტევი თუ მოედანზე არ იქნება, ჯარიმებს „კვარა“ ან მარიო რუი დაარტყამენ. კუთხურებს რაც შეეხება, მათი მოწოდება კვარაცხელიასა და პოლიტანოს მოვალეობა იქნება.
ცნობისთვის, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, კონტეს დებიუტი კოპა იტალიაზე, „მოდენასთან“ მატჩში შედგა. შეხვედრის ძირითადი დრო გატანილი გოლის გარეშე დასრულდა და „პარტენოპეიმ“ პენალტები სერიაში იმარჯვა.