მარცხი მეორე რაუნდში | მიხეილ საჟინიანმა DWCS-ზე ტექნიკური ნოკაუტით წააგო
Dana White's Contender Series-ზე, რომლის ფარგლებშიც MMA-ის მებრძოლები UFC-ის კონტრაქტისთვის იბრძვიან, მიხეილ საჟინიანმა იჩხუბა. ქართველი მებრძოლი, რომელიც ქვემძიმე წონით დივიზიონში გამოდის, ბრუნო ლოპესს დაუპირისპირდა და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.
საჟინიანმა პირველი რაუნდი კარგად ჩაატარა და მეტოქე დაანოკდაუნა კიდეც, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, მეორე რაუნდში კი დაღლა დაეტყო. ლოპესის მიერ კორპუსში განხორციელებული ძლიერი დარტყმის შემდეგ, საჟინიანი ტკივილს ვერ გაუმკლავდა და ბრაზილიელმა მებრძოლმა ფინიშით იმარჯვა.
საჟინიანი 27 წლის მებრძოლია და მისთვის არაფერია დასრულებული. Dana White's Contender Series-ზე ჩხუბამდე, იგი Georgian Fighting Championship-ის ფარგლებში ასპარეზობდა და კრისტიან ტორესთან და აბდულა ისაევთან ბრწყინვალე სტილში იმარჯვა.
გეტყვით იმასაც, რომ Dana White's Contender Series-ზე კიდევ ერთ ქართველს ვიხილავთ. სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში მოასპარეზე ოთარ თანზილოვი 10 სექტემბერს ჯოსიას მუსასას დაუპირისპირდება. ორივე მებრძოლი დაუმარცხებელია და თანზილოვს 9-დან 9 მოგება აქვს, მუსასას - 7-დან 7.