მანჩესტერ იუნაიტედი, მატიას დე ლიხტი
Aa
Aa

ოფიციალურად - დე ლიხტი და მაზრაუი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები არიან

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა, რომ მატიას დე ლიხტი და ნუსარ მაზრაუი მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებდა კარიერას.

დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ უკანახაზელები წითელი ეშმაკების ფეხბურთელები არიან. ამის შესახებ ინფორმაცია იუნაიტედის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, დე ლიხტმა კომენტარი გააკეთა:

„როგორც კი გავიგე, რომ მანჩესტერ იუნაიტედს ჩემი გადაყვანა სურდა აღფრთოვანებული დავრჩი. აღმაფრთოვანა იმ ფაქტმა, რომ შესაძლებლობა მომეცა ასეთ ისტორიულ კლუბში ახალი გამოწვევა მიმეღო. ტრანსფერს იმ წამსვე დავთანხმდი.“

შეგახსენებთ, რომ მატიას დე ლიხტს ბაიერნის დატოვება იმ მიზეზით სურდა, რომ გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდებოდა. ამის გამო სასურველი ფორმა დაკარგა და ევრო 2024-ზეც არ ათამაშეს.

ასევე შეგახსენებთ, ნიდერლანდელი რეკორდმაისტერს 2022 წელს იუვენტუსიდან შეუერთდა. ჯამში ყველა ტურნირზე ერთად 73 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მბაპეს ძირითად შემადგენლობაში შეუძლია დაწყება“ - ანჩელოტი ფინალის წინ
“მბაპეს ძირითად შემადგენლობაში შეუძლია დაწყება“ - ანჩელოტი ფინალის წინ