ყაზაიშვილის სუპერ გოლი - შანდონ ტაიშანი აზიის ჩემპ.ლიგაზე გავიდა
აზიის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შანდონ ტაიშანი ბანგკოკ იუნაიტედს დაუპირისპირდა. ძირითადი დრე ფრედ 1:1 დასრულდა და გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიაში გამოვლინდა.
ანგარიში 37-ე წუთზე ზივკოვიჩმა გახსნა და ბანგკოკი დააწინაურა. შანდონი გააქტიურდა და 43-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ულამაზესი გოლით წონასწორობა აღადგინა.
მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. საინტერესო არც დამატებითი 15-წუთიანი ტაიმები გამოდგა და პენალტების სერია დაინიშნა.
გოლის ავტორმა ზივკოვიჩმა თერთმეტრიანი გააფუჭა. შანდონის მხრიდან მეორე პენალტი ქართველმა ფეხბურთელმა შეასრულა, რომელიც ზუსტი აღმოჩნდა. საბოლოოდ, შანდონმა 4:3 მოიგო აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ვაკო ყაზაიშვილი ჩინურ კლუბში მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.