ფიორენტინა, დავიდ დე ხეა
Aa
Aa

დე ხეა: “1 წელი ვვარჯიშობდი, კონკურენციის არ მეშინია“

დავიდ დე ხეა 1-წლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა. ესპანელმა მეკარემ ფიორენტინასთან გააფორმა კონტრაქტი, რის შემდეგაც პირველი ინტერვიუ ჩაწერა.

დე ხეა:

„კარიერის დასრულებაზე არასდროს მიფიქრია. გადავწყვიტე 1 წელი დამესვენა, მაგრამ კარგ ფორმაში ვარ, 1 წელი ყოველდღიურად ვვარჯიშობდი. უფრო მეტადაც კი, ვიდრე ადრე. მანჩესტერ იუნაიტედი ტოპ კლუბია და ჩემი გული ყოველთვის იქ იქნება.

ძნელი იყო მოტივაციის პოვნა ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპისთვის. 12 წელი ასეთ დიდებულ გუნდში გავატარე და ახალი კლუბის მოძიება ადვილი არ იყო.

ადაპტაცია? შეიძლება ცოტა დრო დამჭირდეს, რადგან დიდი ხანია არ მითამაშია. კონკურენციის არ მეშინია და ყველაფრისთვის მზად ვარ. ზურგს დიდი გამოცდილება მიმაგრებს.“

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ზაფხულში დე ხეას მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი დაუმთავრდა და არ გაუხანგრძლივეს. 1 წელი კი კლუბის გარეშე იყო. ესპანელმა კარის დარაჯმა ფიორენტინასთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას კიდევ 1 წლით შეუძლია გახანგრძლივება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ვალენსიასთან განსხვავებულ ბარსელონას იხილავთ“ - ფლიკი მონაკოსთან წაგების შემდეგ
“ვალენსიასთან განსხვავებულ ბარსელონას იხილავთ“ - ფლიკი მონაკოსთან წაგების შემდეგ