რაფაელ ნადალი, კარლოს ალკარასი
Aa
Aa

ალკარასი: “მე და ნადალი იმედგაცრუებულები ვიყავით, მაგრამ ოცნება ავიხდინე“

პარიზის ოლიმპიური თამაშები დასრულდა. კარლო ალკარასმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, წყვილებში კი რაფაელ ნადალთან ერთად ¼ ფინალში წააგო.

ესპანელმა ჩოგბურთელმა ოლიმპიადის დასრულების შემდეგ პირველი ინტერვიუ ჩაწერა. ალკარასი EuroSport-ს ესაუბრა.

ალკარასი:

„ეს იყო რაღაც, რაც არასდროს დამავიწყდება. რაფაელ ნადალთან ბევრს ვსაუბრობდი, როგორც კორტზე, ასევე კორტის გარეთ. ასე კი მე ბევრი რამ ვისწავლე.

¼ ფინალის შემდეგ მე და ნადალი იმედგაცრუებულები ვიყავით, რადგან ვფიქრობდით, რომ უკეთესად შეგვეძლო გამოსვლა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ბედნიერები ვართ.

თუ ჩემი ოცნებების ასრულებაზე ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ ერთ-ერთი ოცნება ავიხდინე. ჩემი ოცნება რაფაელ ნადალთან ერთად წყვილებში თამაში იყო.“

შეგახსენებთ, რომ ნადალი/ალკარასის წყვილი ¼ ფინალში კრაიჩეკი/რაჯივ რამის დუეტთან დამარცხდა. მატადორი კი ერთეულთა თანრიგში ნოვაკ ჯოკოვიჩთან ვერაფერს გახდა. ბოლო ინფორმაციით, ნადალი ამერიკის ღია პირველობაზე არ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფედერერი: „ჩოგბურთელი მკვლელი ბექჰენდით აღარ არსებობს“
ფედერერი: „ჩოგბურთელი მკვლელი ბექჰენდით აღარ არსებობს“