მათე საური
Aa
Aa

იქ, სადაც მისი კუმირები თამაშობდნენ - მათე საური პორტუგალიურ კლუბში

თბილისის „დინამომ’’ 18 წლის მეკარე მათე საური პორტუგალიურ „რიუ ავეში’’ გაანათხოვრა, სადაც მას ორი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გოგია და გიორგი ქარსელაძე დახვდნენ. გოგია „რიუ ავეს'' 19-წლამდე გუნდის მოთამაშეა, ქარსელაძე პირველ გუნდში ვარჯიშობს, თუმცა ოფიციალურ მატჩებს 23-წლამდე გუნდში ატარებს.

CrystalSport-ის ცნობით, მათემ დღეს დილით „რიუ ავეს’’ მთავარ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. ახალ კლუბში სინჯები არ გაუვლია, პირდაპირ საიჯარო ხელშეკრულება გაუფორმეს. მათე ვარჯიშებს მთავარ გუნდთან და 23-წლამდე გუნდთან ერთად გამართავს, ოფიციალურ მატჩებს 19 და 23 წლამდე გუნდებში ჩაატარებს. ამ ეტაპზე ასეთი ვითარებაა, თუმცა შესაძლოა პროცესში ცვლილებები მოხდეს.

„რიუ ავე’’ მათეს დიდი ხანი აკვირდებოდა, მათ შორის ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირსა და გასულ გაზაფხულზე პორტუგალიურ ტურნეზე, სადაც საქართველოს 18-წლამდე ნაკრებში მათემ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

მათეს სიმაღლე 1,91 მეტრია, მისი მთავარი პლუსი ფეხით თამაშია.

„რიუ ავე’’ ის გუნდია, სადაც მათეს ორი კუმირი, იან ობლაკი და ედერსონი თამაშობდნენ. „რიუ ავეში’’ მეკარეების სკოლა უმაღლეს დონეზეა. ასევე, „რიუ ავე’’ ევანგელოს მარინაკისმა შეიძინა, ვინც ამავდროულად პირეოსის „ოლიმპიაკოსისა’’ და „ნოტინგემის’’ მფლობელია.

ნიჭიერმა მეკარემ ჯერ პორტუგალიური არ იცის, თუმცა ინგლისურად საუბრობს, რაც ადაპაციაში დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები