ლა ლიგა, Opta
Aa
Aa

ვინ მოიგებს ლა ლიგას | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი

ესპანეთის ჩემპიონატის ახალ სეზონში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი „რეალს“ აქვს. Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზის თანახმად, ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონები 86%-ით ტიტულს შეინარჩუნებენ.

„ბარსელონას“ ჩემპიონობის შანსები 10,3%-ს შეადგენს - დიდი ალბათობით კატალონიელები სეზონს მეორე ადგილზე დაასრულებენ (50,3%).

გამარჯვების შანსი აქვთ აგრეთვე „ატლეტიკოს“ (2,2%), „ჟირონას“(0,8%) და „რეალ სოსიედადს“ (0,2%).

Opta-მ ლა ლიგის აუტსაიდერებად „ესპანიოლი“, „ვალიადოლიდი“ და „ლეგანესი“ დაასახელა.

პრიმერა დივიზიონის ახალი სეზონი 15 აგვისტოს დაიწყება. პირველი შეხვედრა „ატლეტიკ ბილბაოსა“ და „ხეტაფეს“ შორის გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპული მამარდაშვილის ვალენსიაში დატოვებაზე უარზეა | რა იწერება ესპანურ პრესაში
ლივერპული მამარდაშვილის ვალენსიაში დატოვებაზე უარზეა | რა იწერება ესპანურ პრესაში