ისრაელ ადესანია, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

თუ შეცდომა დაუშვა, ელექტროშოკს იღებს | როგორ ემზადება ჩემპიონი ადესანიასთვის

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, დრიკუს დუ პლესი მომდევნო ბრძოლას ისრაელ ადესანიას წინააღმდეგ გამართავს. სამხრეთ აფრიკელი მებრძოლი საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება და „იზისთან“ ჩხუბისთვის განსაკუთრებულად ემზადება.

დუ პლესის მთავარი მწვრთნელი მორნე ვისერი გახლავთ და მას მებრძოლებთან კომუნიკაციის უნიკალური მეთოდი აქვს არჩეული. თუ მისი შეგირდები შეცდომას დაუშვებენ, ვისერი ელექტროშოკს იყენებს და მებრძოლებს მიუთითებს, რა აღარ უნდა გააკეთონ.

„ელექტროშოკი უკეთ მოქმედებს, ვიდრე ჩვეულებრივი მითითებები. ვისერმა ჩემს განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და მის გარეშე ახლა აქ არ ვიქნებოდი. მის გარდა სხვა მწვრთნელი არ მყოლია და მასთან სამუშაოდ საჭიროა, კონკრეტული მენტალიტეტის ადამიანი იყო“, - აცხადებს დუ პლესი.

ცნობისთვის, დუ პლესისა და ადესანიას ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ. გასულ თვეში გამართული პრესკონფერენციისას, მათ ერთმანეთზე ფიზიკურად გაიწიეს და მებრძოლების გაშველება გახდა საჭირო. დუ პლესისა და ადესანიას დაპირისპირება UFC 305-ის მთავარი მოვლენაა, რომელიც 18 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულს სურს, მამარდა პრემიერლიგაში გაანათხოვროს - Relevo
ლივერპულს სურს, მამარდა პრემიერლიგაში გაანათხოვროს - Relevo