ბარსელონა, მონაკო, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

“ვალენსიასთან განსხვავებულ ბარსელონას იხილავთ“ - ფლიკი მონაკოსთან წაგების შემდეგ

გამპერის თასზე ბარსელონა მონაკოს დაუპირისპირდა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა. ფრანგული გუნდის მხრიდან გოლები კამარამ, ემბოლომ და ელებიმ გაიტანეს. მატჩის დასრულების შემდეგ, ბარსას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ფლიკმა?

„ეს არ იყო კარგი მატჩი. არასწორად გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკაში კარგად ვაკეთებდით. ვალენსიასთან სულ სხვა გუნდს იხილავთ. მონაკოსთან კონტროლი და თავდაჯერება გვაკლდა. მეორე ტაიმში კი შეცდომების გამოსწორება ვერ მოვახერხეთ.

ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობა ფეხბურთელებზე ზრუნვაა. დანი ოლმო ძალიან გაგვაძლიერებს. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ბარსელონას სჭირდება. მას სხვა გუნდებთან განსხვავების შექმნა შეუძლია. დღეს შეგვიძლია გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ კარგად და რა გავაკეთეთ ცუდად. ეს ყველაფერი ვარჯიშზე უნდა გამოვასწოროთ.“

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარსელონა დანი ოლმოს ვერ არეგისტრირებს. ბლაუგრანამ დამატებითი 55 მილიონი ევრო უნდა იშოვოს.

ასევე გეტყვით, რომ კატალონიური კლუბი ლა ლიგას 17 აგვისტოს დაიწყებს და სტუმრად ვალენსიას დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 23:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები