ბარსელონა, დანი ოლმო
Aa
Aa

პრობლემები გრძელდება - ბარსელონა დანი ოლმოს ვერ არეგისტრირებს

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის ბარსელონამ დანი ოლმო ოფიციალურად გაიფორმა და წესით მომავალი სეზონიდან ბლაუგრანას რიგებში უნდა ითამაშოს, თუმცა ბიუროკრატიულმა პრობლემებმა კვლავ თავი იჩინა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსა ესპანელ ნახევარმცველს ვერ არეგისტრირებს და ამისთვის მათ დამატებით 55 მილიონი ევრო უნდა მოიძიონ, რაც ამ მომენტისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

სულ ცოტა ხნის წინ, ბარსელონამ კვების კომპანია Aramark-თან ხელშეკრულება გააფორმა და 40 მილიონი მიიღო, თუმცა, როგორც ჩანს ეს საკმარისი არ არის.

ასევე გეტყვით, რომ ოლმოს გარდა ბარსელონა ვიტორ როკეს, ინიგო მარტინესს, კლემენ ლენგლეს და ერიკ გარსიას ვერ არეგისტრირებს. ლა ლიგა 15 აგვისტოს იწყება და ეს პრობლემა რამდენიმე დღეში უნდა მოგვარდეს.

ცნობისთვის, კატალონიური გრანდი ლა ლიგის პირველ ტურში ვალენსიას ესტუმრება. აღნიშნული მატჩი 17 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები