ინგლისი,
Aa
Aa

მსოფლიოში უძველესი კლუბი 200 წლისაა. როგორი იყო ფეხბურთის პირველი წესები

„შეფილდის საფეხბურთო კლუბს“ პრეტენზია აქვს, რომ მსოფლიოში უძველესი საფეხბურთო კლუბია, თუმცა ტექნიკურად, პირველი კლუბი 43 წლით ადრე ჩამოყალიბდა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის დაარსებამდე თითქმის 40 წლით ადრე, შოტლანდიის დედაქალაქში 17 წლის სტუდენტს სპორტული გაერთიანების შექმნის იდეა გაუჩნდა, რათა ამით ედინბურგის ერთ-ერთი რაიონის - დარლის ყველაზე ღარიბ მოსახლეობას დახმარებოდა.

1824 წელს ჩამოყალიბებული „ედინბურგის საფეხბურთო კლუბი“ ფართოდ არის აღიარებული, როგორც მსოფლიოში პირველი სათანადოდ ორგანიზებული საფეხბურთო კლუბი, თუმცა ახალი დეტალები მის დამაარსებელ ჯონ ჰოუპზე მას შემდეგ გავრცელდა, რაც შოტლანდიის ეროვნულმა არქივმა მისი ჩანაწერები გააციფრულა, რომლებიც 200 ყუთში ინახებოდა.

არქივს შორისაა ყველა ანგარიში და ასევე კლუბის წევრები, რომლებიც 1824-დან 1841 წლამდე პერიოდში იქ თამაშობდნენ.

მე-19 საუკუნის დასაწყისში, ედინბურგი სპორტის პიონერი ხდება. სწორედ იქ იყო მსოფლიოში პირველი კლუბები მშვილდოსნობაში, გოლფსა და ტანვარჯიშში. სწორედ ედინბურგელმა სპორტსმენებმა დაწერეს პირველი წესები გოლფისთვის, ბოულინგისთვის და კერლინგისთვის.

თავად ჯონ ჰოუპი, რომელიც სოციალური რეფორმებისა და განათლების მხარდამჭერი იყო, არა მხოლოდ ფეხბურთის განვითარებით იყო დაინტერესებული, არამედ ხელს უწყობდა ქალაქში სათამაშო მოედნებისა და პარკების შექმნას კონკრეტული ინსტრუქციებით, რათა ისინი ფეხბურთისთვის გამოეყენებინათ.

ჰოუპის კლუბი დეტალურად არის აღწერილი მის ჩანაწერებში. ენთუზიასტებს შორის იყვნენ ქირურგები, იურისტები და ოფიცრები - სულ 60-ზე მეტი ადამიანი.

ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ დარლის საზოგადოებრივ პარკში, თან მიჰქონდათ ხის შეღებილი ბოძები, რომელსაც hails-ს უწოდებდნენ. ისინი 3 საათის განმავლობაში ერთმანეთს ბურთს ესროდნენ.

კლუბის წევრებს 6 შილინგს უხდიდნენ ხარჯებისთვის, რომელსაც იყენებდნენ ბურთების დასაბერად მატჩის წინ.

ის, რასაც ედინბურგში თამაშობდნენ, ნაკლებად ჰგავდა ფეხბურთს, რომელსაც ახლა მთელ მსოფლიოში უყურებენ.

მოედნები, სადაც მატჩები იმართებოდა, უფრო გიგანტურ საბავშვო მოედნებს ჰგავდა. თითო გუნდში 20-მდე ადამიანი იყო დაშვებული - ეს რაგბისა და ხელბურთის ნაზავს ჰგავდა.

რამდენიმე სკოლა და უნივერსიტეტი ამტკიცებს, რომ სწორედ მათ შექმნეს ფეხბურთის წესები, თუმცა დოკუმენტური მტკიცებულებების თანახმად, ჯონ ჰოუპის ჩანაწერებში, ჩეკების გარდა, პირველი წესებიც აღმოჩნდა. ყველასთვის საყვარელი სპორტის წინაპარმა ის ჯერ კიდევ 1833 წელს დაწერა.

ჯონ ჰოუპის 6 პუნქტი:

1. ფეხსაცმელი უნდა იყოს ჩვეულებრივი, რკინის დეტალების გარეშე
2. არ „გათიშო“ მოწინააღმდეგე
3. ბურთმა უნდა გადაკვეთოს კარის წარმოსახვითი ხაზი
4. ინიშნება საჯარიმო დარტყმა, თუ ბურთი მოედნის საზღვრებს სცდება
5. ნებადართულია ხელის კვრა, ხოლო დაჭერა აკრძალულია
6. შესაძლებელია ბურთის გადაგდება მოთამაშეებს შორის




ჰოუპმა ეს წესები 1854 წელს დაამუშავა. ამ პერიოდში მან სკოტბრიჯის რაიონში დასვენების ზონა გახსნა და შეეცადა ფეხბურთისთვის უფრო დიდი დიდი აუდიტორია მოეზიდა - ქალები და ბავშვები.

„ფეხბურთის თამაში რეკომენდებულია, რადგან ის ავარჯიშებს კუნთების მაქსიმალურ რაოდენობას და აუმჯობესებს განწყობას. არ უნდა იყოს დარტყმა წვივში - რადგან ამას შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები და ტრავმები, რაც თამაშის ნაწილს არ წარმოადგენს. თუ ბურთი ერთ-ერთი მხარის ძელებს შორის შევარდება და მიწაზე დავარდება. ეს გოლია. ბურთი მოედანს არ უნდა გასცეს. როდესაც ეს ხდება, ის ხელით უნდა დაბრუნდეს მოედნის საზღვრებში. თამაშის არც ერთ სხვა შემთხვევაში ბურთის ხელით აღება არ შეიძლება. ქუდი - ლიგის სტილი, რათა გუნდები ერთმანეთისგან განვასხვაოთ“.

ჯონ ჰოუპი წესები დეტალურად აღწერილია წიგნში - „The World’s First Football Club“ (1824), რომლის ავტორები ენდი მიტჩელი და ჯონ ჰატჩინსონი არიან.

1841 წლის შემდეგ, კლუბის შესახებ ვერანაირი ჩანაწერები ვერ იპოვეს და როგორც მიიჩნევენ, რომ Foot Ball Club 17 წლის შემდეგ უბრალოდ დაიშალა. მოგვიანებით მან ჩამოაყალიბა კოლექტივი, რომელიც ედინბურგის ფეხბურთის ასოციაციის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. ის თავის მხრივ, შოტლანდიის ეროვნული სტრუქტურის ნაწილი გახდა.

2007 წელს რეფორმის მცდელობა იყო: მიზნად დაისახა არა მხოლოდ კლუბის აღდგენა, არამედ ფილოსოფიის აღდგენაც. Independent-თან ინტერვიუში აქტივისტებმა აღნიშნეს, რომ ჯონ ჰოუპი ქმნიდა საზოგადოებას, რათა დახმარებოდა ბავშვებს და მათ სურთ, ეს მიმართულება შეინარჩუნონ.

სამწუხაროდ, ამ მიზანს სხვა კოლექტივები აღუდგნენ წინ. მაგალითად, კლუბის აღდგენამ უთანხმოება გამოიწვია „შეფილდის საფეხბურთო კლუბთან“, რომელმაც მწვავედ დააყენა საკითხი „მსოფლიოს უძველესი კლუბის“ შესახებ და ამ ტიტულის დათმობაზე უარი თქვა.

„შეფილდის“ ხელმძღვანელის გამოხმაურება:

„ბევრი წლის განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაცია, კლუბი, ქვეყანა, ქალაქი გამოდიოდა და ამბობდა „ჩვენ თქვენზე უფროსი ვართ“ და ა.შ. , თუმცა ისინი არავის უღიარებია. ცხადია, რომ ეს არც ჩვენი და არც თქვენი გადასაწყვეტია. ეს ფიფას გადასაწყვეტია და ჩვენ მოუთმენლად დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას. ძალიან ბევრი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილო იმის დასამტკიცებლად, რომ შენ მსოფლიოში უძველესი კლუბი ხარ. ედინბურგულებს ვურჩევდი, რომ ამ მცდელობებზე ძალიან ბევრი დრო არ დახარჯონ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ-ლიგის 10 ახალი მოთამაშე, რომლის ყურებაც ღირს
პრემიერ-ლიგის 10 ახალი მოთამაშე, რომლის ყურებაც ღირს