პრემიერ-ლიგის 10 ახალი მოთამაშე, რომლის ყურებაც ღირს
პრემიერ-ლიგის ახალი სეზონი რამდენიმე დღეში დაიწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრ ცნობილს სახესთან ერთად, გამოჩნდებიან ახალი მოთამაშეებიც, რომლებიც პირველად შეეცდებიან ტურნირზე საკუთარი კვალი დატოვონ.
BBC Sport-მა 10 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ინგლისის უმაღლეს დივიზიონში თამაშისას ყურადღების მიპყრობას შეეცდებიან.
რიკარდო კალაფიორი, „არსენალი“, მცველი
ამ სეზონში „არსენალი“ ისევ შეეცდება ტიტულისთვის ბრძოლაში „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხოს. ამისთვის თავდაცვის ხაზი გააძლიერა და იტალიელი მცველი, რიკარდო კალაფიორი გაიფორმა.
22 წლის ფეხბურთელი „არსენალს“ 42 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ, ივლისის ბოლოს შეუერთდა.
ჯოშუა ზირკზე, „მანჩესტერ იუნაიტედი“, ფორვარდი
ნიდერლანდელი თავდამსხმელი „წითელმა ეშმაკებმა“ ამ ზაფხულს, 36,54 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდეს. ის მანამდე „ბოლონიაში“ თამაშობდა.
სავინიო, „მანჩესტერ სიტი“, თავდამსხმელი
„სიტიმ“ ბრაზილიელ თავდამსხმელში 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. როგორც კლუბის დირექტორმა განაცხადა, სავინიოს შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებათ.
ნიკლას ფულკრუგი, „ვესტ ჰემი“, თავდამსხმელი
გერმანიის ნაკრების 31 წლის ფორვარდი „ვესტ ჰემში“ დორტმუნდის „ბორუსიადან“ გადავიდა. 2023-2024 წლების სეზონზე მან 46 თამაშში 15 გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა.
დაიჩი კამადა, „კრისტალ პალასი“, ნახევარმცველი
27 წლის იაპონელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში „ლაციოდან“ გადავიდა. საკუთარი ქვეყნის ნაკრებში მან 33 მატჩი ჩაატარა.
ლუკას ბერგვალი, „ტოტენჰემი“, ნახევარმცველი
18 წლის შვედი ფეხბურთელი „ტოტენჰემში“ „იურგორდენიდან“ გადავიდა.
ჯეიკ ო’ბრაიენი, „ევერტონი“, მცველი
ირლანდიელი ფეხბურთელი მანამდე „ლიონში“ თამაშობდა, ინგლისში კი 5 წლით გადავიდა.
ნიკოლა მილენკოვიჩი, „ნოტინგემ ფორესტი“, მცველი
26 წლის სერბი ფეხბურთელი „ნოტინგემ ფორესტში“ „ფიორენტინადან“ გადავიდა, სადაც 264 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.
ლაიამ დელაპი, „იპსვიჩი“, თავდამსხმელი
21 წლის ფეხბურთელი ამ კლუბში „მანჩესტერ სიტიდან“ გადავიდა.
დინ ჰუისენი, „ბორნმუთი“, მცველი
19 წლის ფეხბურთელი კლუბმა „იუვენტუსიდან“ იყიდა