გიორგი მამარდაშვილი, ფაბრიციო რომანო
Aa
Aa

რომანო: მამარდას საკითხზე ლივერპულსა და ვალენსიას შორის მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის საკითხზე „ლივერპულსა“ და „ღამურებს“ შორის მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა.

რომანოს ცნობით, მამარდაშვილი თანახმაა, მერსისაიდელებთან გააფორმოს კონტრაქტი და იჯარით სხვა გუნდში გადავიდეს, „ენფილდზე“ კი მას შემდეგ დაბრუნდეს, როდესაც გუნდს ამჟამინდელი პირველი ნომერი, ალისონ ბეკერი დატოვებს.

მანამდე ესპანურმა Relevo-მ დაწერა, რომ „ლივერპულს“ სურს, მამარდაშვილი პრემიერლიგის რომელიმე საშუალო დონის გუნდში გაანათხოვროს - ერთ-ერთ პოტენციურ მიმართულებად ქართველი მეკარისთვის „ბორნმუთი“ დასახელდა.

„ლივერპული“ საქართველოს ნაკრების მეკარის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის, „ვალენსია“ კი ცდილობს, მამარდას ფასი კიდევ უფრო გაზარდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სატრანსფერო ფასი ცნობილია - მამარდას მომავალი მალე გადაწყდება
სატრანსფერო ფასი ცნობილია - მამარდას მომავალი მალე გადაწყდება