კარლოს სოლერი, ლუის ენრიკე, მილან შკრინიარი, დანილო პერეირა
Aa
Aa

პარი სენ-ჟერმენს 10 ფეხბურთელი დატოვებს

პარი სენ-ჟერმენს აგვისტოს ბოლომდე 10 ფეხბურთელი დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, პარიზულმა კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელს მოუწოდა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალი კლუბები მოძებნონ.

კერძოდ, ლუის ენრიკეს გეგმებში არ შედის დანილო პერეირა. პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელით „პორტო“ და რამდენიმე თურქული კლუბია დაინტერესებული.

მილან შკრინიარმა, რომელიც პარიზში შარშან „ინტერიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, მოლოდინები ვერ გაამართლა და პარიზელებს მისი გაშვება სურთ.

სავარაუდოდ, „პარკ დე პრენსს“ დატოვებს კარლოს სოლერიც. ესპანელს რამდენიმე ვარიანტი აქვს სამშობლოში, ასევე, მისით დაინტერესებულია „ვესტ ჰემიც“.

ლუის ენრიკეს მიერ დაწუნებულ ფეხბურთელებს შორის ასევე მოხვდნენ ხუან ბერნატი, მანუელ უგარტე, აიმან კარი, კოლინ დაგბა, ისმაელ ღარბი, ილიეს ჰუსნი და ლუი მუკე. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დარჩენილ დროში პარიზელების სპორტულ დირექტორს, ლუიშ კამპუშს ყველა მათგანისთვის ახალი კლუბების მოძებნა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტი გააფორმეს - დე ლიხტი და მაზრაუი მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებენ
კონტრაქტი გააფორმეს - დე ლიხტი და მაზრაუი მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებენ