როდის დაბრუნდება მესი მოედანზე - ინტერ მაიამის მწვრთნელის კომენტარი
„ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრნთელი, ტატა მარტინო აცხადებს, რომ არ იცის, როდის შეძლებს გუნდის კაპიტანი, ლეო მესი მოედანზე დაბრუნებას.
37 წლის არგენტინელმა კოჭი 15 ივლისს, კოპა ამერიკის ფინალში, კოლუმბიის წინააღმდეგ მატჩში დაიზიანა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს.
რა თქვა მარტინომ:
„ლეო რეაბილიტაციას აგრძელებს, პროგრესი არის, მაგრამ საერთო ჯგუფში მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ ვიცით, ის ცალკე ვარჯიშობს“
„ინტერის“ თავკაცმა ასევე ისაუბრა იმაზე, როგორ მოქმედებს გუნდზე მესის არყოფნა:
„როდესაც ყველა ჩვენი მოთამაშე მზადაა, ჩვენ ნამდვილად კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს. ზოგჯერ საკვანძო ფეხბურთელები გვაკლია, და ეს საქმე გვირთულებს, მაგრამ როდესაც საუბარი მხოლოდ მესის არყოფნაზეა, ეს მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი პრიორიტეტია, რომ ლეომ ტრავმა რაც შეიძლება სწრაფად მოიშუშოს, მაგრამ ასევე ჩვენ მის გარეშეც უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძლიერი მხარეები“.
15 ივლისს კოლუმბიასთან მატჩში არგენტინამ ზედიზედ მეორედ კოპა ამერიკა მოიგო. მესიმ ტრავმის გამო მოედანი 66-ე წუთზე დატოვა, მატჩის ერთადერთი გოლი კი 112-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა გაიტანა.