ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ლევანტეს ლიდერის გაყიდვა მოუწევს - იქნება თუ არა ეს ქოჩორაშვილი

„ატალანტაში“ მარკ პუბილის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ „ლევანტე“ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა - კლუბს რომელიმე ლიდერის გაყიდვა მოუწევს და ეს შესაძლოა გიორგი ქოჩორაშვილი იყოს.

რა მოხდა:

მას შემდეგ, რაც „ატალანტამ“ პუბილის შეძენაზე უარი თქვა, „ლევანტემ“ პოტენციური ტრანსფერიდან შემოსავლის სახით მისაღები 1,6 მილიონი ევრო დაკარგა.

როგორც ესპანური გამოცემა Cadena Ser-ი წერს, მიმდინარე ზაფხულში „ლევანტემ“ მიიღო 150 000 ევრო „ვალენსიაში“ დანი გომესის იჯარის სანაცვლოდ, 700 000 ევრო კი მისი ხელფასიდან დაზოგა, რაც გუნდს აძლევდა საშუალებას, დაერეგისტრირებინა როგორც ზაფხულში დამატებული ფეხბურთელები, ასევე ისინი, რომლებმაც გაუმჯობესებული პირობებით გაახანგრძლივეს კლუბთან კონტრაქტი.

თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, პუბილის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ „ლევანტეს“ სასწრაფოდ მოუწევს გუნდის რომელიმე ლიდერის - პაბლო მარტინესის ან გიორგი ქოჩორაშვილის გაყიდვა, რათა გააუმჯობესოს ფინანსური მდგომარეობა, დაარეგისტრიროს ახალწვეულები და ლიგის სტარტს ხულიან კალეროს გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდეს.

ლა ლიგა 2-ის 2024-25 წლების სეზონის პირველ ტურში „ლევანტე“ 18 აგვისტოს ხიხონის „სპორტინგს“ ესტუმრება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეფექტური გასროლა და დუბლი 2 წუთში - გულიაშვილის მაგარი მატჩი
ეფექტური გასროლა და დუბლი 2 წუთში - გულიაშვილის მაგარი მატჩი