გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ლივერპული ოფიციალური წინადადების გასაკეთებლად მზადაა | ვალენსია მამარდას 40 მილიონად აფასებს

„ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილით სერიოზულადაა დაინტერესებული. ფაბრიციო რომანოს შემდეგ, „ვალენსიას“ მეკარის მომავალზე „ღამურებთან“ დაახლოებულმა ჟურნალისტმა, ექტორ გომესმა დაწერა და უახლესი ინფორმაცია გაგვიზიარა.

გომესის თქმით, „წითლებმა“ „ჩეს“ დაუფიქსირეს სურვილი, რომ მათთვის ოფიციალური შეთავაზების გასაკეთებლად მზად არიან. მერსისაიდელებს მამარდაშვილის თანხმობა აქვთ და აპირებენ, ტრანსფერის დახურვის შემდეგ, იგი ერთი სეზონით „მესტალიაზე“ დატოვონ.

საინტერესოა, რომ რომანო გარიგების სავარაუდო ღირებულებად 30 მილიონ ევროს ასახელებს, გომესი კი აცხადებს, რომ „ღამურებს“ ოდნავ მეტის მიღება სურთ. მისი ინფორმაციით, „ვალენსია“ მამარდაშვილის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს და ტრანსფერს მწვანეს მხოლოდ ამ თანხის მიღების შემთხვევაში აუნთებს.

ცნობისთვის, გიორგის „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. მამარდაშვილი Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა და მისი საბაზრო ღირებულება 45 მილიონი ევრო გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კლუბში სამი პრობლემაა, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას“ - ცნობილი ჟურნალისტი ნაპოლიზე
„კლუბში სამი პრობლემაა, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას“ - ცნობილი ჟურნალისტი ნაპოლიზე