ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„მასთან სპარინგი ძალიან ძნელია, მაქსი მის დარტყმებს ვერ გაუძლებს“ | ილიას თანაგუნდელი

მიგელ ნავარო MMA-ის მებრძოლია და UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას სპარინგ-პარტნიორი და თანაგუნდელი გახლავთ. ნავარომ Yeste MMA-ს ინტერვიუ მისცა და „ელ მატადორსა“ და მის მომდევნო მეტოქეზე, მაქს ჰოლოუეიზე ისაუბრა.

„ყოველთვის ვიცოდი, რომ ილია მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი იყო და ახლა ეს ოფიციალურად ასეა, რადგან UFC-ის საჩემპიონო ქამარს ფლობს. მისგან ცოდნის მიღება და მასთან ერთად ვარჯიში უდიდესი პრივილეგიაა. რა შეგრძნებაა თოფურიასთან სპარინგი? სიმართლე გითხრათ, ილიასთან სპარინგი ურთულესია. იცის, რა განსხვავებაა ვარჯიშსა და ბრძოლას შორის, მაგრამ ძალიან ძნელია, როცა შენ წინ დგას და მის ძლიერ დარტყმებს იღებ.

ჰოლოუეისთან ჩხუბი? ჩემი აზრით, წარმოუდგენელია, მაქსმა ილიას ბომბებს გაუძლოს. ვიცი, რომ ჰოლოუეის ძლიერი ყბა აქვს და სერიოზული დარტყმების მიღება შეუძლია, მაგრამ თოფურიასნაირი ძალის მქონე მეტოქე ჯერ არ ჰყოლია. მაქსს არასდროს უჩხუბია მებრძოლთან, რომელსაც ილიასნაირი ძალა, სიზუსტე და ტექნიკა აქვს.

ილიას კიდევ ერთი იარაღი, რომელიც ხალხს ჯერ არ უნახავს, მისი ჭიდაობა და ჯიუ ჯიცუა. თოფურიას ეს კომპონენტი უმაღლეს დონეზე ჰყავს აყვანილი. ამის დაჯერება რთულია, რადგან მისგან ეს ჯერ არ გვინახავს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ილია ჭიდაობასა და ჯიუ ჯიცუში ისეთივე მაგარია, როგორც სტრაიკინგში“.

ცნობისთვის, თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბი UFC 308-ზე გაიმართება, რომელსაც 27 ოქტომბერს აბუ-დაბი უმასპინძლებს. „ელ მატადორისა“ და „დალოცვილის“ დაპირისპირება ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვარჯიშების შემდეგ ქლევერლი სტანდარტებზე ამზადებს“ - ჯაკობია ჩაკვეტაძეზე
„ვარჯიშების შემდეგ ქლევერლი სტანდარტებზე ამზადებს“ - ჯაკობია ჩაკვეტაძეზე