რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, ვიქტორ ოსიმენი, პაოლო დე პაოლა
Aa
Aa

„კლუბში სამი პრობლემაა, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას“ - ცნობილი ჟურნალისტი ნაპოლიზე

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და გავლენიანი გამოცემა TuttoSport-ის ყოფილი დირექტორი, პაოლო დე პაოლა „ნაპოლის“ ახალ სეზონზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გუნდს დღეისთვის სამი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს, რომელიც უახლოეს პერიოდში აუცილებლად უნდა გადაჭრას.

რას ამბობს დე პაოლა:

„როდესაც კონტე ნაპოლიში ინიშნებოდა, კლუბი მას რაღაცებს შეჰპირდა, მაგრამ აშკარაა, რომ სატრანსფერო საკითხებზე არსებული შეთანხმება ჯერჯერობით არ შესრულებულა“.

„კლუბში ამ დრომდე მთელი რიგი პრობლემებია გადასაჭრელი და ბევრი გაურკვეველი სიტუაციაა. რამდენიმეს გამოვყოფ - ესაა ოსიმენი-ლუკაკუს საკითხი, კვარაცხელიას კონტრაქტი, რომელიც ჯერ კიდევ არ განახლებულა და პიოტრ ჟიელინსკი შემცვლელი. რა თქმა უნდა, გუნდს მოთამაშეები აკლია და სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა არ შეინიშნება. დრო კიდევ არის და ვიცი, რომ კონტე ამ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს, ობიექტურად მსჯელობს და პრობლემებზეც აპელირებს, მაგრამ დე ლაურენტისთან უფრო კატეგორიული უნდა იყოს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ახალი სეზონი 10 აგვისტოს, იტალიის თასზე „მოდენასთან“ პენალტების სერიაში გამარჯვებით დაიწყო. სერია A-ს ახალი სეზონი კი სტარტს 18 აგვისტოდან აიღებს. „ნაპოლი“ ამავე დღეს, სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიში“ კვარას დატოვებით კონტემ დიდი შეცდომა დაუშვა - იტალიელი ჟურნალისტი
„ნაპოლიში“ კვარას დატოვებით კონტემ დიდი შეცდომა დაუშვა - იტალიელი ჟურნალისტი