კონტრაქტი გააფორმეს - დე ლიხტი და მაზრაუი მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებენ
მატიას დე ლიხტის და ნუსარ მაზრაუის საგა დასასრულს უახლოვდება. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ორივე ფეხბურთელმა ქერინგტონში სამედიცინო შემოწმება გაიარა.
რომანო იმასაც წერს, რომ კონტრაქტი გაფორმებული და ხელმოწერილია. აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი 24 საათში მზად იქნება. მანჩესტერ იუნაიტედს სურს, რომ ორივე ფეხბურთელი პრემიერ ლიგის პირველ ტურში(16 აგვისტოს) ფულემის წინააღმდეგ მზად იყოს.
???????? Matthijs de Ligt and Noussair Mazraoui have just completed medical tests at Carrington!
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 12, 2024
Contracts set to be signed on both clubs and players’ side with agent Rafaela Pimenta in Manchester.
All documents to be ok within 24h as MdL and Mazraoui will be ready for Fulham. pic.twitter.com/c3XKAMLXi7
შეგახსენებთ, რომ მატიას დე ლიხტს ბაიერნის დატოვება იმ მიზეზით სურდა, რომ გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდებოდა. ამის გამო სასურველი ფორმა დაკარგა და ევრო 2024-ზეც არ ათამაშეს.
ასევე შეგახსენებთ, დე ლიხტი მიუნხენის ბაიერნს 2022 წელს იუვენტუსიდან შეუერთდა. ჯამში ყველა ტურნირზე ერთად 73 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება მაზრაუის, ის რეკორდმაისტერის ღირსებას ასევე 2022 წლიდან იცავს. გეტყვით იმასაც, რომ მაზრაუი და დე ლიხტი აიაქსში თამაშობდნენ ერთად, თანაც ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობის ქვეშ.