ვესტ ჰემი, კურტ ზუმა, ალ აჰლი
Aa
Aa

ერთ დროს პერსპექტიულმა კურტ ზუმამ ალ აჰლიში სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა

ერთ დროს ამომავალმა ვარსკვლავმა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კურტ ზუმამ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

ფრანგი უკანახაზელი საუდის არაბეთში ჩაფრინდა და ალ აჰლისთან კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა, თუმცა მიმზიდველი შეთავაზება ჩაიშალა. სამედიცინო შემოწმების ჩავარდნის გამო ტრანსფერი აღარ განხორციელდება.

ახლა კი ზუმას სიტუაცია გამოუვალი ჩანს. ვესტ ჰემმა მის ნაცვლად ჟან-კლერ ტოდიბო დაიმატა, იქამდე კი 40 მილიონი ვულვერჰემპტონს გადაუხადა და კიდევ ერთი ცენტრალური მცველი მაქს კილმანი გაიფორმა. აქედან გამომდინარე, ვესტ ჰემში ზუმას ადგილი აღარ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ კურტი ვესტ ჰემში 2021 წელს ჩელსიდან 29 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ყველა ტურნირზე ერთად 103 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფრანგმა უკანახაზელმა ჩაქუჩებთან ერთად 2023 წელს კონფერენს ლიგა მოიგო. სხვადასხვა დროს ჩელსის შემადგენლობაში პრემიერ ლიგა 2-ჯერ მოიგო და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა. დეკლან რაისის ვესტ ჰემიდან წასვლის შემდეგ, გუნდის კაპიტნად სწორედ ზუმა დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი ტრანსფერი - ნაპოლიმ ფროზინონედან ნახევარმცველი დაიმატა
ახალი ტრანსფერი - ნაპოლიმ ფროზინონედან ნახევარმცველი დაიმატა