ცნობილია რა იდო ყუთებში, რომლებსაც ოლიმპიურ პრიზიორებს აძლევდნენ
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა დასრულდა და ოლიმპიური ჩემპიონები გამოვლინდნენ. ალბათ შეამჩნევდით, რომ მედლების გადაცემამდე სპორტსმენებს პატარა ყუთებს ურიგებდნენ.
ბევრს აინტერესებდა რა იდო აღნიშნულ ყუთებში. ამასთან დაკავშირებით, ავსტრალიელმა ჯესიკა ფოქსმა ტიკტოკის საკუთარ არხზე ისაუბრა.
როგორც აღმოჩნდა, ყუთებში პარიზის ოლიმპიური თამაშების პოსტერი აღმოჩნდა, რომლის ავტორიც ფრანგი არტისტი უგო გატონი გახლავთ. მან აღნიშნული ნამუშევრის შესრულებას 4 თვე დაახარჯა(ჯამში 2000 საათი).
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველომ 7 მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაურის, გენო პეტრიაშვილისა და ლაშა ტალახაძის ანგარიშზე ოქროს მედლებია. ილია სულამანიძე, ტატო გრიგალაშვილი და გივი მაჭარაშვილი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, ლაშა გურული სამშობლოში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი ოქროს მედლები პეკინის 2008 წლისა და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადებზე მოვიპოვეთ. აღნიშნულ ოლიმპიადებზე ქართველმა სპორტსმენებმა 3-3 ოქროს მედლით გაგვახარეს.