18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, გიგი სირბილაძე
Aa
Aa

17-ქულიანი მარცხი აფრიკელებთან

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერია წაგებით დაიწყო. ქართველი მორაგბეები ტურნირის მასპინძლებთან 3-20 დამარცხდნენ. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ერთადერთი საჯარიმო კაპიტანმა გიგი სირბილაძემ გაიტანა. ზურაბ ამონაშვილის მომზადებული 18-წლამდე ნაკრები სერიის მომდევნო მატჩს 16 აგვისტოს ინგლისელებთან გამართავს, საერთაშორისო სერიას კი 20 აგვისტოს ირლანდიელებთან პაექრობით დაასრულებს.

18-წლამდელების ამ ფორმაციის გუნდმა ტიერ 1-ის ქვეყნის გუნდებთან უკვე საკმაოდ ბევრი მატჩი ჩაატარა, რაც ბუნებრივია გამოცდილების მიღების თვალსაზრისით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გაზაფხულზე ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები იტალიის ქალაქ პარმაში ექვსი ერის ფესტივალზე იმყოფებოდნენ და შოტლანდიელების გარდა, ფრანგებსა და ინგლისელებს დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ ამონაშვილის შეგირდებმა ფესტივალზე სადებიუტო გამარჯვება ფრანგებთან მოიპოვეს და მეტოქე 20:19 დაამარცხეს, ხოლო ინგლისელებთან გაწითლებულ დროში, 19:26 წააგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები