ოფიციალურად | ალვარესი ატლეტიკოს ფეხბურთელია
Aa
Aa

ოფიციალურად | ალვარესი ატლეტიკოს ფეხბურთელია

ხულიან ალვარესი მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელია. ტრანსფერის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მადრიდულმა კლუბმა საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.

არგენტინელი ფორვარდი „როხიბლანკოსთან“ 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 

ალვარესი „რივერ პლეიტის“ აღზრდილია, არგენტინული გრანდის ძირითად გუნდში მისი დებიუტი 2018 წლის ოქტომბერში შედგა. „რივერთან“ ერთად მან ლიბერტადორესის თასი, არგენტინის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო, 2022 წელს კი „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა.

მანჩესტერულ კლუბში ალვარესმა ორჯერ ინგლისის ჩემპიონობა იზეიმა, ერთხელ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ნისლიან ალბიონზე გატარებული ორი სეზონის განმავლობაში ალვარესმა 103 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა.

არგენტინის ნაკრებში ალვარესის დებიუტი 2021 წლის ივნისში შედგა. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ალვარესმა ორჯერ მოიგო კოპა ამერიკა, ერთხელ - მსოფლიო ჩემპიონატი და „ფინალისიმა“. არგენტინის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 36 მატჩში ალვარესის ანგარიშზე 9 გოლი და 1 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
12 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
12 აგვისტოს სატრანსფერო ზონა