ბითაძე ახალი სეზონისთვის ემზადება. რას წერს მედია ქართველ კალათბურთელზე
„ორლანდო მეჯიქის“ ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე ადაპტაციას განაგრძობს და გუნდთან ერთად, მეორე სეზონისთვის ემზადება.
როგორც Athlon Sports-ი წერს, კალათბურთელს რამდენიმე როლის მორგებამ მოუწია, როდესაც მას მოუწოდებდნენ გამხდარიყო სტარტერი გასული სეზონის დასაწყისში და სწორედ ამიტომ უწოდა Bleacher Report-ის ჟურნალისტმა, გრენტ ჰიუზმა ბითაძეს „ორლანდო მეჯიქის“ „ყველაზე დაცული საიდუმლო“.
მისივე თქმით, ბითაძეს თავისი კარიერის განმავლობაში თამაშის შეცვლამ მოუწია, განსაკუთრებით კი „ინდიანა პეისერსიდან“ „მეჯიქში“გადასვლის შემდეგ.
„როდესაც ეს დიდი კაცი შევიდა ლიგაში, როგორც პოტენციური სივრცისთვის მებრძოლი, ეს იმას ნიშნავს, რომ მას გარემოებებზე მორგება შეუძლია. ბითაძემ აჩვენა იშვიათი უნარი, რომ შეუძლია საკუთარი თავის ახალი და განსხვავებული იტერაციები იპოვოს“, - წერს გრენტ ჰიუზი.
„ორლანდოს“ შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ცენტრმა გასულ სეზონში 62 მატჩი ჩაატარა. ბითაძე პარკეტზე საშუალოდ 15.4 წუთს ატარებდა და 5 ქულასთან ერთად, 4.6 მოხსნას, 1.3 შედეგიან გადაცემასა და 1.2 დაფარებას აგროვებდა. „მეჯიქი“ NBA-ს გათამაშებას პლეი ოფში „კლივლენდ კავალიერსთან“ მარცხის შემდეგ დაემშვიდობა.
ბითაძე NBA-ს დრაფტზე 2019 წლის ზაფხულში მე-19 ნომრად აირჩიეს.